სსიპ- ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის
ბრძანება
თსუ რექტორის 2025 წლის 30 მაისის ბრძანების № 107/01-01 და №108/01-01 („სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“), აღსრულების მიზნით
ვბრძანებ:
1. მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
- ნინო ჭალაგანიძე - აპარატის უფროსი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
- ხათუნა გუნდიშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის მთავარი სპეციალისტი;
- მარინა ხურცილავა - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის სპეციალისტი;
2. აპარატმა საკონკურსოდ შემოტანილი საბუთები წარუდგინოს საკონკურსო კომისიას 2025 წლის 11 ივლისის 18:00 საათამდე.
- ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი
დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი